აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკანონმდებლო ადმინისტრაციებისთვის საპარლამენტო სწავლების შესახებ ბათუმში სემინარი გაიმართა. მასში ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ. სემინარის თემა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის საქმიანობა იყო.