ლურჯი თუ ცისფერი - ბათუმის ახალი სტადიონის სავარძლებზე სამინისტროს გამოკითხვა   

08 მაისი 2019, 15:04 6766 ნახვა

როგორი უნდა იყოს ბათუმის ახალი სტადიონის სავარძლების ფერი - ლურჯი თუ ცისფერი? - ამ კითხვით, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვა აქვს. სამინისტრო გადაწყვეტილებას მიღების პროცესში, მოქალაქეებს ჩართულობას სთავაზობს.  

გთხოვთ, დააფიქსიროთ არჩევანი,წარმოდგენილი სავარძლის ფერებიდან,რომელს ისურვებდით ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის - წერს სამინისტრო. 

დააჭირეთ ბმულს, გადადით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია.  

როგორი ფერის უნდა იყოს ბათუმის ახალი  სტადიონის სავარძლები?  საკითხს  ფეხბურთის მოყვარულებს მღელვარება მოჰყვა. 2019 წლის იანვარში,  ქომაგებს შორის ცხარე დისკუსია, შპს "სტადიონის" ფბ გვერდზე განთავსებულ ფოტოს მოჰყვა, სადაც  სამი ფერის ნიმუში  -  წითელი, თეთრი და ლურჯი  სავარძლი შენიშნეს.

გულშემატკივრებმა  ლურჯის გარდა, ყველა ფერი გააპროტესტეს.  დისკუსიაში ჩართული მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ "ბათუმის დინამოს" ფერები ლურჯი და თეთრია, ამიტომ ბათუმის სტადიონი უნდა ყოფილიყო კლუბის ფერებში გადაწყვეტილი. 

2019 წლის იანვარში,  სამინისტროში განაცხადეს, რომ რა ფერის სავარძლები დამონტაჟდება ბათუმის სტადიონზე, გადაწყვეტილი ჯერ არ იყო.   

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი