8 მაისს - გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადების დღეს, ევროპა ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს

08 მაისი 2019, 12:15 3257 ნახვა

მეორე მსოფლიო ომში, 1945 კარლჰორსტში გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაცია 8 მაისს,  ევროპის დროით  22:45 საათზე გამოცხადა.  მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იდგა. 

ევროპის ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ. საბჭოთა კავშირი კი ერთი დღით გვიან, 9 მაისს.  

შესაბამისად, ფაშიზმზე გამარჯვებას ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნა 9 მაისს აღნიშნავს. ასევე, დიდი ბრიტანეთი, სერბეთი, ისრაელი...  

რას ფიქრობთ თქვენ, მიეცი ხმა -> 

 სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;

 აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;

 ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;

 პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;

 ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო   დღედ;

 საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;

 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;

 გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის   აღნიშვნა მაინც გრძელდება.

 ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;

 ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;

 ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;

 მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;

 რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის   შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);

 სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;

 ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;

 თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;

 უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);

 გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]

 უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან,     დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ

 იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში