ქობულეთში მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის სატუმბი ნაგებობის დემონტაჟს ითხოვს

06 მაისი 2019, 18:29 1536 ნახვა

ქობულეთში რუსთაველის  ქუჩაზე მდებარე საკანალიზაციო  სისტემის სატუმბი ნაგებობის დემონტაჟს ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი თქმით, შენობას 25 წელია ექსპულატაციის ვადა გაუვიდა და ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.

მოსახლეობამ შენობის დემონტაჟი საკუთარი ძალებით სცადა,  რაც მერიამ აუკრძალა  და დაჯარიმების შესახებ გააფრთხილა. შენობა    „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ ბალანსზეა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ  ამ საკითხთან  დაკავშირებით  უკვე მიმართეს შესაბამის უწყებას.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი