საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

05 მაისი 2019, 19:00 1881 ნახვა

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშის გაძლიერებასთან და შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს: ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად“-ნათქვამია მიმართვაში.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე : 972 360 932 06,  972 526 91 90 92

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი