აქცია ბათუმის სასამართლოსთან

16 აგვისტო 2016, 00:00 3049 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არაობიექტურს უწოდებენ და მოითხოვენ, სასამართლომ ის გარემოებები შეისწავლოს, რატომ გახდა პირი გადახდისუუნარო. თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ირღვევა კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმები, რადგან უზენაესი სასამართლოს დადგენილებით საქმეების განხილვა სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ზოგიერთი მოსამართლე მევახშეებთან კორუფციულ გარიგებებში შედიოდეს. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი