უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ფოლად ბულბულ ოღლის უმასპინძლა. ავთანდილ ბერიძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე ისაუბრა, და სტუმრებს სამომავლოდ ბათუმში ბულბულ ოღლის კონცერტის გამართვის წინადადებით მიმართა. რომელიც რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანის ელჩი და აზერბაიჯანის სახალხო არტისტია. იგი ამჯერად ბათუმში კომპოზიტორის სტატუსით წარსდგა. გუშინ ბათუმის საზაფხულო თეატრში მისულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ეხილა ნიზამი განჯელის სპარსული მინიატურების მიხედვით დადგმული თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი „ხამსე“, რომლის მუსიკის ავტორიც ბულბულ ოღლია.