მეწყერი ქობულეთში

15 აგვისტო 2016, 00:00 2501 ნახვა

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის მასამ სოფელ ლეღვაში ჯინჭარაძეების სახლისკენ მიმავალი გზა ჩახერგა, მეწყერი ასევე სოფელ ჭახათისა და დაგვის შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა,  თუმცა გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. პარალელურად სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების თანამშრომლები სანაპირო ზოლს ასუფთავებდნენ. გამგებლის თქმით, მეწყერსაშიში ადგილების კვლევა და განმეორებით შესწავლა მოხდება.

ამავე კატეგორიაში