უამინდობის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს

14 აგვისტო 2016, 00:00 3097 ნახვა

უხვი ნალექისა და ქუჩების დატბორვის გამო, ბათუმის  მერია განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი - შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის" ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებულია. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები.
ბათუმის მერია მოსახლეობას სთხოვს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22.

ამავე კატეგორიაში