საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

14 აგვისტო 2016, 00:00 2467 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაშია ნათქვამი, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. საუბარია ,,ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამაზე, რომელსაც  პირველმა არხმა  კანონით გათვალისწინებული უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო დაუთმო.  მასში საუბარია იმაზე, რომ თუკი ,,ცენტრისტები” გაიმარჯვებენ, ისინი რუსულ პასპორტებსა და პენსიებს დაარიგენბენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი