მოსწავლეთა სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები მიმდინარეობს ქედის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის. შეჯიბრი დღეს მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში გამართა. მომდევნო დღეებში გაიმართება მხიარულ სტარტებსა და მინი ფეხბურთში. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. წარმატებული გუნდი და სპორტსმენები ბათუმში, რაიონულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. მოსწავლეთა სპორტულ ოლიმპიადას ქედის გამგეობა 8 ათას 800 ლარით აფინანსებს. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს და მასში 16 სკოლა იღებს მონაწილეობას. ოლიმპიადა 25 თებერვალს დაიწყო და აპრილში დასრულდება.