ფონდმა ქართუმ ბათუმის მერიას ახალი სარაგბო სტადიონი ოფიციალურად გადასცა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, სპორტის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური ნაწილის შემდეგ პირველი ამხანაგური მატჩი ბათუმისა და ქობულეთის გუნდებს შორის გაიმართა. ბათუმის სარაგბო კომპლექსზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, ასევე ქვიშის მოედანია განთავსებული. ცენტრალური სტადიონის ტრიბუნა 2500 მაყურებელზეა გათვლილი.
ტერიტორიაზე 220 მანქანისთვის პარკინგის ზონაა მოწყობილი. დამონტაჟებულია განათების სისტემები.
სტადიონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპრირებულია.
კომპლექსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მშენებლობა 7 მილიონ 355 ათასი ლარი დაჯდა, აქდან 3 მილიონ 596 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა, დანარჩენი კი ფონდმა ქართუმ აანაზღაურა.