მესამე დღეა ქობულეთის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, პრობლემა ცენტრალური მილის დაზიანებამ შექმნა. წყალმომარაგება შეწყვეტილია რუსთაველის ქუჩის 142-სა და აღმაშენებლის 198-დან ქუჩის ბოლომდე, ჩოლოქის მიმართულებით. მოსახლეობას სატელეფონო გზავნილებით აცნობეს, რომ დღეს წყლის მიწოდება აღდგებოდა, თუმცა, მილის შეკეთება ამ დრომდე მიმდინარეობს. „ქობულეთის წყლის“ დირექტორის მოადგილის თქმით, წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.