დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბათუმის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიულ დღესთან ერთად სკოლის 115 წლის იუბილეც აღნიშნეს. წელს სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. “საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” ფარგლებში გარემონტდა შენობა . სკოლა აღიჭურვა ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით. 2017 წელს სკოლაში დარბაზის მშენებლობაც დასრულდება. პედაგოგებს დღეს პროფესიული დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა მიულოცეს.