განცხადებები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ

21 აპრილი 2019, 21:20 988 ნახვა

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხად, რომ კომპანია პანკისის ხეობაში გააგრძელებს იმ პროექტზე მუშაობას, სადაც არ არსებობს კითხვები. ლევან დავითაშვილის თქმით თავადაც იყო პანკისის ხეობაში რამდენიმე დღის წინ. მისი განცხადებით სამართალდამცველებზე ხელის აღმართვა მიუღებელია, გადაცდომაზე პასუხი ყველას მოეთხოვება.

საკითხს გამოიძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პანკისში აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჰესები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა გააკეთა. მისი თქმით, ძალიან დიდი ხანია, ჰესებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის მოსახლეობასთან.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით პოლიცია მოქმედებდა აბსოლუტურად კანონიერად. მისივე თქმით, ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია, პირველ რიგში, აუცილებელია სიმშვიდის უზრუნველყოფა. შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელემწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით კი ყველა კითხვას არგუმენტირებული პასუხი უნდა გაეცეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი