რიოს ოლიმპიადაზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე წრეზე იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება. ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა იასპარეზებს, ხოლო სიგრძეზე ხტომაში მიიღებს მონაწილეობას მძლეოსანი ბაჩანა ხორავა. შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. წარმატებას ვუსურვებ ქართველ სპორტსმენებს.