ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს ომზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა

12 აგვისტო 2016, 00:00 2938 ნახვა

ნატომ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი გადაიღო. “საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი” - ასე ეწოდება 13 წუთიან ფილმს, რომელშიც მოთხრობილია იმ დევნილთა ისტორიები, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ. წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 20 000 დევნილს დღემდე არ შეუძლია სახლში დაბრუნება. „ქვეყნის სხვა ნაწილებში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი კი ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ მიწას კარგავენ. კონფლიქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ მისი შედეგები კვლავ იჩენს თავს“, - ნათქვამია მოკლემეტრაჟიანი ფილმის წინასიტყვაობაში, რომელიც ნატოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი