მორიგი  დაკავება  საოკუპაციო ხაზთან   

20 აპრილი 2019, 00:00 951 ნახვა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხევის მკვიდრი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტაცეს. თანასოფლელების თქმით, გოჩა ფიდიური ხშირად მიდიოდა სოფლის განაპირას მდებარე ლომისის სალოცავში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

დაკავებულის ნათესავებს დე ფაქტო რეჟიმის და ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ჯერ არ დაკავშირებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი