"კოცნა“ - ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში პრემიერა გაიმართა. ბულგარელი დრამატურგის ანა პეტროვას პიესა, ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა გააცოცხლეს. დრამატული კომედია მარტოობის, თაობების გაუცხოვების თემაზე მოგვითხრობს. სპექტაკლში თანამედროვე ცხოვრებაა ნაჩვენები. ანა პეტროვას დრამატურგია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა.
პიესა ქართულად ნინო წითლანაძემ სპეციალურად ოზურგეთის თეატრისთვის თარგმნა. პროექტის იდეა, შარშან, ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალზე გაჩნდა, როცა ხელი მოეწერა ორ ფესტივალსა და ორ თეატრს შორის ურთიერთობის მემორანდუმს.