ბათუმში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის 1 ნომერში, საცხოვრებელ ორსართულიან სახლში ხანძარი იყო. ძლიერი ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
სახანძრო სამაშველო ბრიგადები დილის 8 საათზე ადგილზე იმყოფებოდნენ. ერთ საათში მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დამწვარია ორსართულიანი ბარაკის ტიპის სახლი სახურავი, 400 კვადრატული მეტრი ფართი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.
ფოტო: გიგა გელხვიიძე