ურბანული მემკვიდრეობის მართვა - კვლევის პრეზენტაცია

18 აპრილი 2019, 00:00 1354 ნახვა

არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის სისტემა, პასუხისმგებელი უწყებები მხოლოდ ნებართვებს გასცემენ და არათანაბრად აქვთ გადანაწილებული უფლებები და მოვალეობები, ქალაქს ამ დრომდე არ აქვს ისტორიული ზონების დაცვის დოკუმენტი, ასეთია საზოგადოება „ბათომის“ მიერ ჩატარებული კვლევის ძირითადი დებულებები, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.  

საზოგადოებაში  მიაჩნიათ, რომ აუცილებელია პროფესიული საბჭოების ჩამოყალიბება და ისტორიული ზონის დაცვის დოკუმენტის შემუშავება.

ბათუმის მერის განცხადებით, საკითხი ფართო კონტექსტში უნდა განიხილონ და გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ავარიული სახლები და მშენებლობა როგორც ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ზრდის აუცილებელი პირობა. რა გამოსავალს ხედავენ მხარეები, დეტალები ნახეთ ნათია ლომაძის სიუჟეტში. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი