ფრენამდე ბარგთან ერთად, შესაძლოა, მგზავრებიც აწონონ 

18 აპრილი 2019, 00:00 3909 ნახვა

ავიაკომპანიებმა, შესაძლოა, ჩასხდომამდე მგზავრები აწონონ. ინიციატივა სტარტაპ კომპანიას Fuel Matrix-ს ეკუთვნის, რომელსაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. 

როგორც გამოცემა Lonely Planet-ი წერს, ინიციატივის მიზანი ავიაგადაზიდვის დროს ხარჯების შემცირებაა.

''რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი, უფრო მეტი საწვავია საჭირო. ამიტომ, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ'' - წერია სტატიაში.

მსგავსი პრაქტიკა უკვე მიღებულია. 2015 წლიდან უზბეკეთის ავიახაზები ამ სისტემით მუშაობს. 

Fuel Matrix-ის დირექტორის როი ფუსკონეს თქმით, ეს მგზავრების "უსაფრთხო ფრენის" პოლიტიკის ნაწილია.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი