სახელმწიფო ზრუნვის მიღმა დარჩენილი მოზარდები ქუჩებში - ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ქალაქში იმ მოზარდების რიცხვი იზრდება, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ. აქ მთავარი პრობლემა სისტემის არარსებობაა, რის გამოც მათ სახელმწიფო ფაქტობრივად ვერ იცავს და ვერ ეხმარება.
ერთადერთი პასუხისმგებელი უწყება აჭარაში სოციალური მომსახურების სააგენტოა, შეზღუდული უფლებებით. როგორც იცით, ბათუმში არ არსებობს კრიზისული ცენტრები. სააგენტოსა და არასამათვრობო სექტორში ბავშვების უფლებების დარღვევასა და შესაძლო შრომით ექსპლუატაციაზე საუბრობენ. ბერკეტებს კი ვერ ხედავენ.