ხმაურიანი აღმოჩნდა შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრსა და რეგიონში ბოლო პერიოდში დაღუპული პაციენტების ოჯახის წევრების. სხდომა ჯერ დახურულ ფორმატში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დაზარალებული ოჯახის წევრების მოთხოვნით მედიისთვის ღია გახდა. ოჯახები ითხოვენ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შესაბამისი დასკვნის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას.
დაზარალებულები ექიმების ნაწილის დასჯასთან ერთად მოითხოვენ, სანქციები დაეკისროს კლინიკებსაც. პროცესის გაკონტროლებას ოჯახები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ავალებენ. სანქციების გამკაცრების და საქმეების დროული გამოძიების მოთხოვნის წერილზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმუშავებს.