სასწავლო ფსიქოთერაპიული პროგრამის „ბიოსინთეზის“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართა. ფსიქოთერაპევტი ესპანელი ტრენერი, მონაწილეებს თანამედროვე ფსიქოთერაპიის მიმდინარეობის აქტუალურ საკითხებს და მუშაობის სპეციფიკას აცნობს.
პროგრამაში სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, თერაპევტები და ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.