ხვალ, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას, რომლის გავლენაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
იწვიმებს, როგორც დასავლეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთის ბარში. მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი. პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
ზღვაზე ღელვა 2-3 ბალი, წყლის ტრანსპორტისთვის ხილვადობა შეზღუდული იქნება.
სანაპირო კურორტებზე კვირის განმავლობაში დროგამოშვებით იწვიმებს, აჭარის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი.
რაც შეეხება ამინდის მოკლევადიანი პროგნოზს, 16 და 17 აპრილს ბათუმში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +15 გრადუსი.
• ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა:ღამით +12 დღისით 14
• შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +12
• ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +11
• ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11 დღისით +14
• გომარდული- ცვალებადი მოღრუბლულობა. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +4
• გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +4
• ოზურგეთი– პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერისტემპერატურა: ღამით +11 დღისით +15
• ქუთაისი- ცვალებადი მოღრუბლულობა. წვიმა.დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11 დღისით +18
• თბილისში - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა.. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერისტემპერატურა: ღამით +13, დღისით +21