„დედა ენის“ დღესთან დაკავშირებით აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში ლიტერატურულ - თეატრალური წარმოდგენა „ანბანთქება“ დაიდგა.
ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ქართული ანბანი უნიკალურია, ახალგაზრდებში მეტყველების კულტურის ამაღლება კი მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში სპეციალური ტრენინგ - კურსი გაიხსნა, აქ მეტყველების კულტურის სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.