''ამბავი 12 სავანისა''- პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს პირველი ფილმია, სერიიდან „დაკარგული ისტორია“.
რომელიც ასახავს ტაო-კლარჯეთის წარსულს და თანამედროვეობას, ქართველების და ქართული ენის მდგომარეობას ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. ფილმი სამი ნაწილისგან შედგება. მასში გამოყენებულია 2005 -2018 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ვიდეომასალები და უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეო არქივი.