''აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარაში’’ - ამ თემაზე კონფერენცია გაიმართა ბათუმში. ფორუმის მონაწილეებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, არსებულ გამოწვევებზე, აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის პროგრამების შექმნაზე, სერვისების განვითარებასა და მათი გამართული ფუნქციონირების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქვეყანაში აუტისტური სპექტის მქონე ბავშვების სტატისტიკის არარსებობა დასახელდა. 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას შეუერთდა არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო.