მერიამ ქალაქში არსებული ის ავარიული სახლები შეისწავლა, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება. ასეთი ბათუმში 19 სახლია, სადაც 800 ოჯახი ცხოვრობს. ქალაქის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თქმით,ექსპერტიზის დასკვნები უკვე მზადაა და რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის ფულადი კომპენსაცია და არსებული კორპუსების ადგილას ინვესტორის დახმარებით ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტი 2020 წლიდან აპირებს, რადგან როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ამისთვის დიდი რესურსის მობილიზებაა საჭირო.