მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ შეკრება

13 აპრილი 2019, 00:00 1067 ნახვა

პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს ქვეყანას ხელმძღვანელობს, ისე უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ არ დავაბრუნოთ, პარტია რომელმაც საქართველოს დიდი განსაცდელი მოუვლინა, - ეს არის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ ლიდერისა და პოეტ დავით მაღრაძის მთავარი მესიჯი, რომელიც მან ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე გაახმოვანა. 

დავით მაღრაძე მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს ფილარმონიაში შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიებაზე მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები, სხვა პოლიტიკური პლატფორმის წარმომადგენლები, ხელოვანები და მომღერლები იმყოფებოდნენ. მოძრაობის წევრებმა დღესვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ ისინი მოსამართლეების უვადოდ განმწესების წესის ცვლილებას მოითხოვენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი