მოუწესრიგებელი ტერიტორიის რეაბილიტაციის მოთხოვნით ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა, საავტომობილო გზის ნაწილი დროებით გადაკეტეს. როგორც ყვებიან სამანქანო გზა დაზიანებულია, არ არის ასფალტის საფარი და ავტომობილების გადაადგილებისას კი მტვერი და ტალახი დგება.
აქციაზე მერიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის, სიტუაცია დაიძაბა. საბოლოოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ვიდრე ტერიტორია არ მოწესრიგდება, ორშაბათიდან გზის დაზიანებული მონაკვეთი გადაიკეტება.