რატომ იმპიჩმენტი? - კითხვები და პასუხები

13 აპრილი 2019, 00:00 1259 ნახვა

რატომ დადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი, ვადის ამოწურვამდე 6 თვით და არჩევნებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე. მრჩეველთა საბჭოს 2 წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელთაგან ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოსარგებლეა, თავად ოპოზიცია ემიჯნება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას არასოდეს არავინ გაურბის, თუმცა ამ შემთხვევაში ამ კითხვის ადრესატი არ შეიძლება იყვნენ. კოლეგებს ერთ საკითხში ეთანხმება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. ნატა იმედაიშვილის თქმით მენეჯმენტთან კომუნიკაციის და დიალოგის ნაკლებობა არსებობდა. ბრალდებებს და კითხვებს „მთავარის“ ეთერში თავად ნათია კაპანაძემ უპასუხა

ამავე კატეგორიაში