ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება 239 -ე ხულიგნობისა და 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო. საკრებულოს წევრების თქმით პოლიციის სამმართველოში გამოკითხვებზე გუშინ საღამოს იმყოფებოდნენ, ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული საკრებულოს წევრი. როინ ზოიძე კი ამ წუთებშიც სამმართველოშია.
ტერენტი გრანელი პოეტი , თუ პროზაიკოსი? სწორედ ეს კითხვა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მთავარი საბაბი - სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე - გამოიძახეს პოლიცია, დეპუტატი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.