პრეტენზიების 17 პუნქტიანი დოკუმენტი, რის გამოც ორ მრჩეველს დირექტორის გადაყენება სურს

12 აპრილი 2019, 00:00 1669 ნახვა

დოკუმენტში, რომლის გამოც 5 წევრიანი მრჩეველთა საბჭოს 2 წევრი დირექტორის გადადგომას ითხოვს, რამდენიმე საკითხია ჩამოთვლილი.  დოკუმენტი  17 სხვადასხვა საკითხია მიმოხილული, რომელიც, ბორდის წევრების გიგა ჩხარტიშვილისა და ირაკლი დარცმელიძის აზრით, საფუძველია დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად. 

უფრო კონკრეტულად 

საკითხი 1.  - სატელევიზიო რეიტინგი/ნდობის კლება. 

საბჭოს ორი წევრი მიიჩნევს, რომ 2016 წელთან შედარებით, ტელევიზიის მაყურებელთა 50% დაიკარგა და აჭარის მაუწყებელს წუთში 2765 ნაცვლად 1517 უყურებს. საბჭოს წევრები წერენ, რომ მაუწყებელს წარმატების მისაღწევად, აქვს ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსი. აუდიტორიის კლება კი არასწორი, არაპროფესიონალური და არაეფექტური მართვის გამო მოხდა. 

2. პრიორიტეტების შეუსრულებლობა გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე ნათია კაპანაძეს პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მიიჩნევენ, რომ პრიორიტეტების დოკუმენტის მიღებიდან ერთი წლის თავზე დირექტორმა ვერ შეძლო, დოკუმენტური ფილმების, საბავშვო, ასევე განათლების მიმართულებით გადაცემის, ახალგაზრდული და გასართობი პროექტების ჩაშვება. 

ამასთან საბჭომ მხარი არ დაუჭირა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, სადაც ცალკე არ იყო გამოყოფილი თვითმმართველობებზე და განათლების სფეროზე გადაცემები. 

3. კომუნიკაციების შეზღუდვა საბჭოს ორი წევრი დირექტორს ადანაშაულებს, რომ ნათია კაპანაძე უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა, როდესაც თანამშრომლებს ოფიციალურად აუკრძალა დირექტორის ნებართვის გარეშე, ბორდთან კომუნიკაცია. მაუწყებლის ხელმძღვანელმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, წერილი 17 იანვარს მისწერა, სადაც გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ მაუწყებლის თანამშრომლები მისი ნებართვის გარეშე მრჩევლებთან შედიოდნენ, რაც ტელევიზიის საქმიანობაში კრიზის და საფრთხეს ქმნიდა. ''იმის ნაცვლად, რომ თავად ყოფილიყო მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის მაგალითი, ნებისმიერი ფორმით დაეცვა სიტყვის, აზრის და იდეის გამოხატვის და ურთიერთგაცვლის თავისუფლება, მისი შეზღუდვის ინიციატორი აღმოჩნდა. სრულად დაუშვებელია ადამიანებს აუკრძალო ერთმანეთთან შეხვედრა, კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა სტანდარტით მიდგომა'' - წერია წერილში.

ბორდის წევრები კიდევ 14 პუნქტზე საუბრობენ. მათ შორის არის საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი, სხვა მუხლით ხარჯვა. სატენდერო შესყიდვები, სასამართლო დავები, დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემა. მათი მტკიცებით სწორედ ეს თემები იწვევს კითხვებს. უფრო ვრცლად, საკითხებს გაეცნოთ აქ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი