''როგორც ჩანს ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა, ამ გეგმის ნაწილია დირექტორის გადაყენება'' - განაცხადეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე.
ისინი მრჩეველთა საბჭოს წევრებს წევრებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და საელჩოებს მიმართავენ.
მოვუწოდებთ:
1. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არ მისცეს საშუალება ხელისუფლებას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევისა;
2. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახდინონ ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მონიტორინგი და შეფასება;
3. საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებითა და ქვეყანაში მედიათავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწყებული მორიგი შეტევით'' - ამბობენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები.
გია აბულაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიამ წარმატებას მიაღწია, კვლევებში მოხდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ.