ბიძინა ივანიშვილმა მზადაა სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს - საპატრიარქო

11 აპრილი 2019, 00:00 1394 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს, პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარეს  შეხვდა. საპატრიარქოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

''ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას. სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება. რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა'' - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწმინდესმა სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება.  

ამავე კატეგორიაში