საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გაიმართა, ავლაბარში საპრეზიდენტო რეზიდენციაში, რომელსაც სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.
შეთანხმება სახელწოდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის უკვე მიღწეულია. სალომე ზურაბიშვილმა ხელმომწერთა ნაწილს უმასპინძლა, ნაწილი კი შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია.