უახლოეს დღეებში არამდგრადი მაგრამ თბილი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +19,+24 გრადუსამდე მოიმატებს.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევარში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმაა, ზოგან ელჭექით.
სანაპირო კურორტებზეც, ხვალ დღის ბოლოს მზიან ამინდს, მცირე წვიმა შეცვლის, ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.
აჭარის მთიან რაიონებში, ისევე როგორც ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
კონკრეტულად - 10 აპრილს მოსლაოდნელია :
• ბათუმში- მცირე მოღრუბლულობა. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +15 დღისით +19 გრადუსი.
• ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა:ღამით
+14 დღისით +18
• შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +19
• ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +17
• ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +21
• გომარდული- ცვალებადი მოღრუბლულობა. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +13
•გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +10