უსუსური ბრალდებებით ვერავინ შეძლებს პრივილეგიების მიღებას - თორნიკე რიჟვაძე ბიზნესმენს პასუხობს

08 აპრილი 2019, 00:00 2299 ნახვა

„მე არ ვიცნობ ე.წ. ბიზნესმენს და არც ხელი მაქვს ჩამორთმეული რამდენადაც მახსოვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა , რომ ჩვენთან შანტაჟის მცდელობით, უსუსური ბრალდებებით რა თქმა უნდა ვერავინ ვერ შეძლებს პრივილეგიების მიღებას, ეს არის კონკრეტული ბიზნესქეისი ,რომელსაც სწავლობს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიც . თუ ეკუთვნის შესაბამის მეწარმეს კონკრეტული ნებართვა რათქმაუნდა მიიღებს, მაგრამ თუ არ ეკუთვნის ვერავინ გვაიძულებს ,რომ რაიმე სახის ნებართვა ან პრივილეგია მივცეთ და ამავე დროს უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობაც , როგორც მინიმუმ მორალურად არის დანაშაული“- ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ დირექტორის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თუ ვინმეს ეკუთვნის რაიმე სახით კანონიდან გამომდინარე ნებართვა ან სხვა ტიპის უფლება რათქმაუნდა ის ამას მიიღებს. „ ვერავინ ვერ გვაიძულებს, რომ ღია წერილებით და უსუსური ბრალდებებით რაიმე სახის ნებართვები გავცეთ“ - თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბიზნესმენმა ლევან კანთელაძემ ბიზნესზე ზეწოლაში ხელისუფლება რამდენიმე კვირის წინ დაადანაშულა. განაცხადა, რომ ბათუმის მერია 2016 წელს შეთანხმებული პროექტის განხორციელებაში ხელს უშლის. ბიზნესმენმა თქვა, რომ ზეწოლას უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერს ლაშა კომახიძე ახორციელებენ.

დღეს ბათუმის მერმა თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა. „ბრალდებების პარალელურად მერიაში მიმდინარეობდა კომპანიის მიერ შემოტანილი დემონტაჟის საქმის წარმოება, სადაც მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული საკითხები გამოიკვეთა, რომელიც მოითხოვს დაზუსტებას. დასაზუსტებლად არქიტექტურის სამსახურმა მიმართა სამხარაულის ბიუროს, რათა დაექსპერტებულიყო ცალკეული საკითხები, რომლებიც კითხვის ნიშნებს იწვევს. როგორც კი იქნება პასუხები გაცემული სამხარაულის ბიუროდან, მოგაწვდით ინფორმაციას, ასევე გავაცნობ მრჩეველთა საბჭოს, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ. ფაქტს იკვლევს ბიზნესომბუდსმენიც, რომელიც დასკვნას სავარაუდოდ ორ კვირაში დადებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში