30 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან. უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღი გაიხსენეს ბათუმში. ტრადიციულად, 8 აპრილის საღამოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ამჯერად ისევ უნივერსიტეტთან არსებულ მემორიალთან - როგორც იცით ახალი მემორიალის გახსნა გმირთა ხეივანში იგეგმება.