ცეცხლი სოფელ ოჩხამურში დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე

07 აპრილი 2019, 00:00 4206 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდა.

მეხანძრე - მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ცეცხლი ბალახს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მოედო.

ხანძრის გამო ბათუმიდან თბილისში მიმავალი სამგზავრო მატარებელი დაახლოებით ნახევარი საათი ოჩხამურთან იყო გაჩერებული, მიზეზად კი ძაბვის ვარდნა დასახელდა, ვინაიდან ლიანდაგთან ახლოს ბალახს ცეცხლი ეკიდა.

 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში