12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა

07 აპრილი 2019, 00:00 928 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის, მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში.

განცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გააკეთა. როგორც მეუფე განმარტავს, 2018 წლის 27 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი გამოცხადდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ამ დღეს რამდენიმე წელია, საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებას აღნიშნავს, ანუ ქრისტიანობის შემოსვლას და ეკლესიის დაარსების დღესასწაულს. მისი თქმით, სწორედ დღეს ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება.

ამავე კატეგორიაში