კონფერენცია „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“

07 აპრილი 2019, 00:00 1150 ნახვა

თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“ - ამ სახელწოდებით გაიმართა კონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ . მასში მონაწილეობა საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის და სომხეთის თევზმოშენების სფეროში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრაზე არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა დაანონსა, რომელიც  პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. კონფერენციის მონაწილეებმა 2 დღის წინ საველე ვიზიტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობები მოინახულეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში