რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილმა ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშთებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარება მოითხოვა. როგორც ამბობენ გაურკვევლობაში არიან, რადგან შესაძლოა გარდაცვლილთა ნაწილი სხვა აღმსარებლობის იყოს.
ისტორიკოსები, რომლებიც აჭარაში რესპრესირებულთა საქმეს იკვლევდნენ, ამბობენ, რომ უმრავლესობა მუსლიმი იყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშთების პატივით დამარხვას გეგმავს.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ლოცვებში მოიხსნიებენ, მხოლოდ ქრისტიანული წესით მონათლულებს. დღეს „მთავარი“ კირნათელ ზურაბ ჯავახაძეს ესტუმრა, რომელმაც წლების წინ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მიწაში ჩაფლული ცხედრების ფრაგმენტები აღმოაჩინა.