რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილი ბათუმში, საერთო სამარხში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. როგორც ამბობენ გაურკვევლობაში არიან, რადგან შესაძლოა გარდაცვლილთა ნაწილი სხვა აღმსარებლობის იყოს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს.
ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ლოცვებში მოიხსენიებენ, მხოლოდ ქრისტიანული წესით მონათლულებს.