აჭარის ტურისტული პროდუქტები ბელარუსი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით უწევს პოპულარიზაციას, საუკეთესო სტენდისა და გაფორმებისთვის აჭარის სტენდმა სპეციალური დიპლომები აიღო.
დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 20 ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.