საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ფულადი ჯარიმები წესდება.
კანონპროექტის თანახმად ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, ასევე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადების, გამოყენების, საქართველოში შემოტანის გადაზიდვის ან საქართველოდან გატანისთვის – ფიზიკური პირი – 100 ლარით, იურიდიული პირი კი – 150 ლარით დაჯარიმდება ან მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირება შინაგან საქმეთა ორგანოებს დაევალებათ.