ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე 1937-38 წლებში დახვრეტილთა სამარხები აღმოაჩინეს

05 აპრილი 2019, 00:00 17907 ნახვა

ნაპოვნია სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი - ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ ადამიანებს 2019 წლის 21 აპრილს, 15 საათზე დაკრძალავენ.

ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზის ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც დროებით სარგებლობაში საქართველოს საპატრიარქოზეა გადაცემული 4 სამაროვანი აღმოაჩინეს, სადაც 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს. საპატრიარქოს ინფორმაციით, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, რამდენიმე თვის წინ, ერთად დამარხული ადამიანების ნეშტები შეისწავლეს და ცალ-ცალკე სასახლეებში ჩაასვენეს. ეპარქიის ინფორმაციით, სტალინური სიებით დახვრეტილ ადამიანებს შორის არიან, მოქალაქეები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.  

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეპარქია ვრცელ სიას აქვეყნებს ფეისბუქ-გვერდზე. მათივე ცნობით მასალები პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში