სამრეწველო ზონასა და შემოვლით გზას შორის მოქცეული ოჯახები დახმარებას ითხოვენ - საუბარია ოპიზრების ქუჩაზე, სადაც 30-მდე ოჯახს ყოველდღიურად სამშენებლო პროცესთან ახლოს, ხმაურის და მტვრის ატანა უხდება. ისინი განსახლებას, ან კომპენსაციას ითხოვენ.
რა პასუხები აქვთ საქართველოს საგზაო დეპარტამენტსა და ადგილობრივ მერიაში?
ცნობისთვის ამ ტერიტორიას სამრეწველო ზონის სტატუსი 2009 წელს მიენიჭა, მაშინ როდესაც იქ ადამიანები უკვე ცხოვრობდნენ. ახლა ამ ზონების გამიჯვნას მერია არ აპირებს.